შპს პენტა აუდიტი გთავაზობთ ბუღალტრულ, საგადასახადო და ფინანსურ მომსახურებას, რათა დაეხმაროს ბიზნესებს მაღალი მიზნების მიღწევაში.
• სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ყოველთვიური დეკლარირება.
• ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების სისწორის კონტროლი.
• ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორება
• ფინანსური ანგარიშგება, ბიუჯეტირება და ფულადი სახსრების მართვა.
• SARAS - ზე წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
• ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვის სიღრმისეული ფინანსური ანალიზი.
• აუდიტი და დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა.
• მხარდაჭერა საგადასახადო აუდიტის პროცესში.
• მხარდაჭერა საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობაში.
შპს პენტა აუდიტს მიაჩნია რომ ფინანსური მენეჯმენტის საჭირო ჩართულობა ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმატებას. 15 წელზე მეტი გამოცდილებით, კომპანია გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ და ფინანსურ მომსახურებას ინდუსტრიის ფართო სპექტრში.
ჩვენი მიზანია გავიგოთ კლიენტების უნიკალური საჭიროებები, მივაწოდოთ მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესის ფინანსურად წარმატებულ ფუნქციონირებას.
ჩვენი მისიაა გამართული და ხარისხიანი ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში მოღვაწე თითოეული ბიზნესისთვის.